Tuesday, April 26, 2016

სასწავლო პროექტი



           1.  პროექტის სახელწოდება: -- საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება ჩვენს სოფელში;

       
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)  1-2 წინადადებით:--პროექტის ფარგლებში მოსწავლეები  დაადგენენ  რამდენი  და  რომელი  ჯგუფის  საგზაო  ნიშნებია სოფელში  განთავსებული  და   რა საფრთხეს ან უსაფრთხოებას ქმნის მათი  არსებობა ან არარსებობა უსაფრთხო მოძრაობისთვის  სოფელში.

  3. პროექტის აქტუალობა:---ჩვენს სოფელზე გადის  ცენტრალური  ავტომაგისტრალი,  სადაც  ხშირია  ავტოსაგზაო  შემთხვევები.  საგზაო ნიშნების  არსებობის  შემთხვევაში  ვფიქრობთ   შემცირდება  ავტოსაგზაო  შემთხვევები  სოფელში; 

        4. პროექტის მიზნები:--პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები  იძიებენ  და  იკვლევენ   სოფლის   ტერიტორიაზე   არსებულ   საგზაო  ნიშნებს,   მსჯელობენ   სოფელში   საგზაო   ნიშნების  მიზანმიმართულებაზე,  გამოთქვამენ  თავიაანთ  მოსაზრებებს   სოფელში  დამატებითი  საგზაო  ნიშნების  განთავსების, არსებობის შესახებ;

       5. მონაწილეთა ასაკი:-- 17  წელი;

       6. ვადები/ხანგრძლივობა:--14   დღე;

        7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება  შეიქმნას:--მოძიებული და  მოპოვებული  იქნება სოფელში არსებული საგზაო  ნიშნების შესახებ  ინფორმაცია, შეიქმნება საგზაო  რუკა,  სადაც  მონიშნული  იქნება  სოფელში  განთავსებული  საგზაო  ნიშნები, შეიქმნება  ბროშურა,  სადაც  იქნება  მოსწავლეთა  მოსაზრებები  და  წინადადებები  საგზაო  ნიშნების  დამატების  შესახებ.  გაკეთდება  პრეზენტაცია.  შეიქმნება  ბლოგი.   

       8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:--სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი,  რვეული, კალამი, პლაკატები, თაბახის ფურცლები.

       9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
             1.  ინფორმაციის მოპოვება---6 დღე;
             2.  მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, კვლევა, პრეზენტაცია, ბლოგის შექმნა----  7 დღე;
             3.  მსჯელობა თემაზე---რამდენად  არის დაცული საგზაო  მოძრაობის  უსაფრთხოება ჩვენს  სოფელში ---- 1  დღე.

       10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:--საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება;
 ისტ,  გეოგრაფია. 

       11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):-- მერი გოცირიძე.

      12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  merigotsiridze40@gmail.com

      13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  ict2-meri.blogspot.com

Saturday, April 23, 2016

მეორე მოდულის შეჯამება

            დღეს, 23 აპრილს, დავასრულეთ მეორე მოდული ტრენინგისა  ,,გაკვეთილის ორგანიზება ისტის გამოყენებით".
      მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ტრენინგებით, კერძოდ:
   ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმაზე, ძალიან მომეწონა პრეზენტაციაზე მუშაობა, , აგრეთვე ექსელის ფორმაში მუშაობა. ამ ტრენინგზე შეძენილი  ცოდნა  ვიმედოვნებ დამეხმარება ბავშვებისთვის უფრო  აქტიური, წარმატებული  და საინტერესო გაკვეთილების ჩატარებაში.